სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, ოთხივე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, ირაკლი ლაღიძემ განუცხადა.
ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარს კიდევ ოთხმა პაციენტმა მიმართა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.