სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

19:11, 10.05.2020

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, ოთხივე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, ირაკლი ლაღიძემ განუცხადა.

ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარს კიდევ ოთხმა პაციენტმა მიმართა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

მსგავსი