სამტრედიის ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით ოთხმა პაციენტმა მიმართა. კლინიკის დირექტორის, ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, ოთხივე პაციენტს უკვე აუღეს ანალიზი და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი.