„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროექტში ბევრი ხარვეზია და დაჩქარებული წესით მიღება დაუშვებელია.
როგორც დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკური მაკონტროელებელი ორგანო.
“მივმართავ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას 112-კანონპროექტიანი პაკეტის დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში განხილვა და სამი მოსმენით მიღება. მივმართავ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებს, დროული და კვალიფიციური რჩევებით მოამარაგონ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, რათა საქართველოს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სისტემებმა შეძლოს როგორც ქვეყნის საჭიროებებთან გამკლავება, ისე საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობასთან საიმედო ურთიერთსასარგებლო საიმედო თანამშრომლობა. მივმართავ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნაზე აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში, რომელიც ცვლილებათა ამ პაკეტით და კონსტიტუციის ახალი რედაქციით გაუქმებული ორგანოების ფუნქციას შეასრულებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.