სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედროს იარაღის ტარების უფლება ექნება
სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს იარაღის ტარების უფლება ექნება. შესაბამისი ცვლილებები „იარაღის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში სერჟანტთა პროფესიული განვითარების სისტემა შედარებით ახალია (დაინერგა 2002 წლიდან) და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ შემადგენლობის შესაბამისად დაფასება და აღიარება.
უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, 31 მოქმედი და სამსახურიდან დათხოვნილი ექვსი მთავარი სერჟანტის წოდების მქონე პირია. სამინისტრო განმარტავს, რომ პროექტის ამოქმედებამდე დათხოვნილ მთავარი სერჟანტის მქონე პირებს, იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, ასეთი კი არის ოთხი მთავარი სერჟანტის წოდების მქონე პირი.
აღნიშნული ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.