ახალ ზელანდიაში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული კანონი შეიცვლება
ახალ ზელანდიაში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული კანონი შეიცვლება

ახალ ზელანდიაში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული კანონი შეიცვლება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ჯასინდა არდერნის განმარტებით, ცვლილება უახლოეს საათებში შევა ძალაში. როგორც უკვე ცნობილია, ქალაქ კრაისტჩერჩში, მეჩეთებზე მომხდარი ტერაქტის საქმის მთავარ ფიგურანტს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ლიცენზია ჰქონდა.

ახალ ზელანდიაში ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით მარტივი კანონი არსებობს. ნახევრად ავტომატური იარაღის ტარების ლიცენზიას 16 ან 18 წლიდან პირებს აძლევენ. მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლიცენცია, თუმცა იარაღის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.

ლიცენზიის მიღების დროს მოწმდება მათი კრიმინალური და სამედიცინო ისტორია. ამასთან, შესაბამისი უწყებები ამოწმებენ, არის თუ არა კონკრეტული პირი გარეული ოჯახში ძალადობაში. ლიცენზია მხოლოდ აღნიშნული ბარიერების გავლის შემდეგ გაიცემა. შესაბამისი საბუთის მქონე პირს კი იმდენი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შეუძლია, რამდენიც თავად სურს.