არასამთავრობო ორგზანიზაციებმა კანოპროექტზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ შენიშვნები გამოაქვეყნეს
კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანოპროექტის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ საკუთარ შენიშვნებს აქვეყნებს.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი არ ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც კოალიციამ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა.
მათი თქმით, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილების ინსპექტორის სამსახურისათვის მინიჭების აუცილებლობა.
კოალიცია მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. მათთვის აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის იურისდიქცია გავრცელდეს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე.
შეგახსენებთ, კანონპროექტის თანახმად, იქმნება ახალი სამსახური, რომელიც გააერთიანებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფუნქციებს.