სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმას ავიარეისების შეფერხება არ გამოუწვევია
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმას ავიარეისების შეფერხება არ გამოუწვევია.
ინფორმაცია პირველმა არხმა „აეროპორტების გაერთიანებასა“ და კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ გადაამოწმა.
მათი ინფორმაციით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები. სააგენტოს სერვერი მიმდინარე ფრენებისა და აეროპორტების სისტემებს არ უკავშირდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კიბერთავდასხმა სერვერზე 2 მაისს განხორციელდა. კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს.