სამხრეთკორეული მედია - ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები დემილიტარიზებული ზონიდან სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდნენ, გამაფრთხილებელი სროლების შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ
ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები, რომლებიც დემილიტარიზებულ ზონაში მუშაობენ, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდნენ.
სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო ზონა 30-მდე ჩრდილოეთკორეელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა. სამხრეთ კორეისგან გამაფრთხილებელი სროლების შემდეგ კი ისინი უკან დაბრუნდნენ.
მსგავსი ინციდენტი 9 ივნისსაც დაფიქსირდა. ჩრდილოეთ კორეამ აპრილის შემდეგ ასობით ჯარისკაცი განათავსა ფრონტის ხაზზე, რათა განახორციელოს რიგი ღონისძიებები, როგორებიცაა ნაღმების განთავსება, კედლების მშენებლობა და სამხედრო ოპერაციებისთვის გზების მშენებლობა.
„ეს ქმედებები, როგორც ჩანს, არის ზომები ჩრდილოეთ კორეის სამხედროებისა და მცხოვრებლების შიდა კონტროლის გასაძლიერებლად და მათ მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში.