სამხრეთ კორეის პრეზიდენტს თანამდებობაზე ზედიზედ ორი ვადით დარჩენის შესაძლებლობა ექნება
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მოაწერა ხელი, რომელიც ქვეყნის მეთაურს თანამდებობაზე ზედიზედ ორი ვადით დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.
აღნიშნულ საკითხს 13 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმზე გაიტანენ.
ცვლილება საპრეზიდენტო ვადასაც ეხება – შესწორების შემდეგ, ხუთის ნაცვლად, უფლებამოსილება ოთხ წლამდე შემცირდება.