სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გზავნილი გადასცა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გზავნილი გადასცა. დონალდ ტრამპისა და მუნ ჩჟე ინის შეხვედრა გაერო–ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
საუბრის დროს ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების თემა ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან განმეორებითი შეხვედრის ინიციატივა გამოთქვა.
პირველი ისტორიული სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის 12 ივნისს სინგაპურში გაიმართა.