სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ფხენიანთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა ჯერ ძალიან ადრეა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის თქმით, ფხენიანთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა ჯერ ძალიან ადრეა. ეს განცხადება მუნ ჯე ინმა ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებულ სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მაღალი რანგის პირებით დაკომპლექტებული სამთავრობო დელეგაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებაზე 5-6 მარტს იმყოფებოდა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, აპრილის დასაწყისში სამიტი გამართონ და მჭიდრო კონსულტაციების მიზნით, ცხელი ხაზის შექმნაზეც შეთანხმდნენ.