სამხრეთ კორეის დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები დაიხურება
სამხრეთ კორეის დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები დაიხურება

სამხრეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სეულში და რამდენიმე მიმდებარე რეგიონში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები დაიხურება.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში თვის ბოლომდე გაგრძელდება.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნაში ვირუსის 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 682 შიდა გადაცემის შემთხვევებია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დედაქალაქში, სეულში, სადაც 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის 43484 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 587 პაციენტი გარდაიცვალა.