სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ სეულში კოვიდშეზღუდვები გაამკაცრა. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქლაქში კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსის 1 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც სამხრეთ კორეის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, ვითარება რთულია და ივლისის ბოლოს ვირუსის შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა შესაძლოა, გაორმაგდეს. შესაბამისად, მათი რეკომენდაციით, სეულში ორ კვირის განმავლობაში შეზღუდვები გამკაცრდება. მოქალაქეებს ურჩევენ, დარჩნენ სახლებში. ამასთან, სკოლები სწავლის კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადადიან და 18:00 საათის შემდეგ ორ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალული იქნება, აღარ გაიმართება სპორტული ღონისძიებები, კონცერტებისა და კინოჩვენებების გამართვა კი, 22:00 საათის შემდეგ აკრძალული იქნება.