სამხრეთ კორეის 7-კაცა ნაკრების ისტორიული შედეგი | რაგბი
სამხრეთ კორეის 7-კაცა ნაკრების ისტორიული შედეგი | რაგბი
სამხრეთ კორეის მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები იაპონიაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. აზიის სერიის ფინალურ შეხვედრაში კორეელებმა ფავორიტად დასახელებულ ჰონგ კონგის 7-კაცა ნაკრებს 12:7 მოუგეს. მატჩის გმირი სონგ მინი გახდა, რომელმაც შეხვედრის ბოლოს, დამატებით დროში ისტორიული ლელო დადო.
სამხრეთ კორეის მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ფინალამდე ჯერ ჩინეთს 12:7 მოუგო, შემდეგ კი მალაიზიას მარტივად 32:7 სძლია.
აღსანიშნავია, რომ აზიის საკვალიფიკაციოს ეტაპზე იაპონიის ნაკრები არ მონაწილეობდა, რომელიც ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს.
2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდკაცა რაგბიში 12-12 მამაკაცთა და ქალთა ნაკრები ითამაშებს. ტურნირი 27 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.
შვიდკაცა რაგბი ოლიმპიურ სახეობად 2009 წლის 9 ოქტომბერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 121-ე სესიაზე მიიღეს. პირველი საცდელი ტურნირი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდკაცა რაგბიში 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა. 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე შვიდკაცა რაგბი პროგრამაში ოფიციალურად არის შეტანილი.