კატარი 2022 | მოგება ბრაზილიურად - მეოთხედფინალში ხორვატიის წინააღმდეგ [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | მოგება ბრაზილიურად - მეოთხედფინალში ხორვატიის წინააღმდეგ [ვიდეო] #1TVSPORT

 

 

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები მერვედფინალში სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდა, 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

სელესაოს“ ამ მატჩში ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებული ნეიმარი დაუბრუნდა. შეხვედრა სამხრეთამერიკელებმა სწრაფ ტემპში დაიწყეს და გოლიც მალე გაიტანეს, მე-7 წუთზე ანგარიში ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა. ექვს წუთში კორეელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ნეიმარმა შეასრულა, მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი (ნაკრებში 76-ე) გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. პირველ ტაიმში ერთი სახიფათო ეპიზოდი კორეელებმაც შექმნეს, მაგრამ მეკარე ალისონმა რთული ბურთი მოიგერია.

პირველი ტაიმის ბოლომდე ბრაზილიელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს და შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის ხასიათი დიდად არ შეცვლილა, ბრაზილია უპირატესობას ფლობდა, თუმცა კორეელები ცდილობნენ პრესტიჟის გოლის გატანას და 76-ე წუთზე საწადელსაც მიაღწიეს – სეუნ-ჰო პაიკმა შორეული დარტყმით მოახერხა ალისონის კარის აღება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეოთხედფნალში ბრაზილიის ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება. შეხვედრა 9 დეკემბერს გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

 

1/8 ფინალი
03.12.2022 19:00 ნიდერლანდები – აშშ 3:1
03.12.2022 23:00 არგენტინა – ავსტრალია 2:1
04.12.2022 19:00 საფრანგეთი – პოლონეთი 3:1
04.12.2022 23:00 ინგლისი – სენეგალი 3:0
05.12.2022 19:00 იაპონია – ხორვატია 1:1, პენ 1:3
05.12.2022 23:00 ბრაზილია – სამხრეთ კორეა 4:1
06.12.2022 19:00 მაროკო – ესპანეთი :
06.12.2022 23:00 პორტუგალია – შვეიცარია :

 

1/4 ფინალი
09.12.2022 19:00 ხორვატია – ბრაზილია :
09.12.2022 23:00 ნიდერლანდები – არგენტინა :
10.12.2022 19:00 F1/E2 – H1/G2 :
10.12.2022 23:00 საფრანგეთი – ინგლისი :

 

1/2 ფინალი
13.12.2022 23:00 E1-F2/G1-H2 – A1-B2/C1-D2 :
14.12.2022 23:00 F1-E2/H1-G2 – D1-C2/B1-A2 :

 

მატჩი მესამე ადგილისათვის
17.12.2022 19:00 :
ფინალი
18.12.2022 19:00 :