„ფორბსი“ - იტალიამ ყველაზე მეტი საპრიზო თანხა გადაუხადა ტოკიოს ოლიმპიადის მედალისტებს #1TVSPORT
„ფორბსი“ - იტალიამ ყველაზე მეტი საპრიზო თანხა გადაუხადა ტოკიოს ოლიმპიადის მედალისტებს #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების რეიტინგი, რომლებმაც ყველაზე მეტი საპრიზო თანხა გადაუხადეს თავიანთ სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლისთვის. რეიტინგში მოცემულია ყველა მედალისტისთვის გადახდილი საერთო თანხა.

  1. იტალია – $9,07 მლნ
  2. აშშ – $7,84 მლნ
  3. საფრანგეთი – $6,51 მლნ
  4. უნგრეთი – $5,64 მლნ
  5. ტაივანი – $4,92 მლნ
  6. იაპონია – $4,03 მლნ
  7. ესპანეთი – $2,55 მლნ
  8. თურქეთი – $2,26 მლნ
  9. სერბეთი – $2,01 მლნ
  10. ჰონგ კონგი – $1,93 მლნ

მილიონ დოლარზე მეტი თავიანთ ოლიმპიურ მედალისტებს ასევე ავსტრალიამ (1,05 მლნ), ინდონეზიამ (1,04 მლნ) და კანადამ (1 მლნ) გადაუხადეს.

როგორც Forbes-ის სტატიაში წერია, ჩინეთმა და რუსეთმა არ გაამხილეს მონაცემები საპრიზო თანხების შესახებ.