ალჟირელ ძიუდოისტს, რომელმაც ოლიმპიადაზე ისრაელის ნაკრების წევრთან არ იჭიდავა, 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს #1TVSPORT
ალჟირელ ძიუდოისტს, რომელმაც ოლიმპიადაზე ისრაელის ნაკრების წევრთან არ იჭიდავა, 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო ალჟირელ ფეთჰი ნურინთან მიმართებაში, რომელმაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უარი თქვა ისრაელის წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულის წინააღმდეგ ორთაბრძოლაზე.

როგორ ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, ნურინმა 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ანალოგიური სასჯელი დაიმსახურა ნურინის პირადმა მწვრთნელმა – ამარ ბენიკლეფმა.

ალჟირელმა ძიუდოისტმა ოლიმპიური ტურნირი მას შემდეგ მიატოვა, რაც გაიგო, რომ წილისყრამ ის ბუტბულს შეახვედრა. მაშინ ნურინმა განაცხადა, რომ „ხელების გასვრა არ სურს“. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში ალჟირელის ამგვარი საქციელი „პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი პროპაგანდის გამოხატულებად“ მიიჩნიეს, რაც ოლიმპიადაზე აკრძალულია.

ნურინისა და ბენიკლეფის დისკვალიფიკაცია 2031 წლამდე გაგრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ალჟირი სახელმწიფოებრივ დონეზე არ ცნობს ისრაელს და ქვეყნებს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები.

დატოვე კომენტარი