ქართველი ბოდიბილდერების წარმატება

18:47, 17.11.2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა ქართველ ბოდიბილდერებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

ესპანეთში, სანტა-სუსანაში ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა ბოდიბილდერებმა ორი მედალი მოიპოვეს. გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია. გაგა გოგიაშვილმა 15-23 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი იუნიორ მამაკაცთა ბოდიბილდინგში, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი