სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ელემენტების ქარხანაში ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ელემენტების ქარხანაში ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხუთი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცეცხლი საწარმოში დღის პირველ ნახევარში გაჩნდა და ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა, რამაც ელემენტების აფეთქება გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, საწარმოში 35 000-მდე ელემენტი ინახებოდა.
ხანძარი ლოკალიზებულია. ქარხანაში სულ 48 ადამიანი იყო დასაქმებული.