სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებული 96 წლის პაციენტი განიკურნა
სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-სგან 96 წლის ქალი სრულად განიკურნა.
სამხრეთ კორეის მოქალაქე ჰუანგის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 13 მარტს დაუსვეს, შემდეგ კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
96 წლის ქალი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და ის ახლა საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.