სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებული 96 წლის პაციენტი განიკურნა

13:06, 26.03.2020

სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-სგან 96 წლის ქალი სრულად განიკურნა.

სამხრეთ კორეის მოქალაქე ჰუანგის ​„კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 13 მარტს დაუსვეს, შემდეგ კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

96 წლის ქალი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და ის ახლა საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

მსგავსი