სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 1595-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილია 12 ადამიანი.
ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა – 307 შემთხვევა ქალაქ ტეგუზე მოდის. დედაქალაქ სეულში გამოვლინდა ექვსი შემთხვევა.