სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში  დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 1595-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა – 307 შემთხვევა ქალაქ ტეგუზე მოდის. დედაქალაქ სეულში გამოვლინდა ექვსი შემთხვევა.