სამხრეთ კორეა უკრაინას სამხედრო მარაგსა და ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
სამხრეთ კორეა უკრაინას სამხედრო მარაგსა და ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
იუნ სუკ იოლმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა გეგმავს უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს „ძლიერი“ მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განიხილავს საბრძოლო მასალის აშშ-ში ექსპორტს, მაგრამ თქვა, რომ მედიის ცნობები იმის შესახებ, რომ სეული დათანხმდა აშშ-ში საარტილერიო ჭურვების გაგზავნას უკრაინისთვის მისაწოდებლად, არაზუსტია.