სამხრეთ კორეა - რუსეთის მიერ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევა წინასწარ განზრახული არ იყო
რუსეთის მიერ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევა წინასწარ განზრახული არ იყო, – ამის შესახებ სამხრეთ კორეა აცხადებს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამის შესახებ რუსმა კოლეგებმა თავად განუცხდეს. როგორც ცნობილია, რუსეთის ქმედება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება, რომელსაც აუცილებლად გამოიძიებენ. სეულის განცხადება ოფიციალურ მოსკოვს ჯერ არ დაუდასტურებია.
23 ივლისს სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ რუსეთმა მათი საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. რუსეთი სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში შეღწევას კატეგორიულად უარყოფდა. მოსკოვმა განმარტა, რომ ისინი ჩინეთთან ერთად, იაპონიის ზღვაში პირველ ერთობლივ საჰაერო პატრულირებას ახორციელებდნენ.