სამხრეთ ინგლისში, ველვინ ჰეტფილდის ოლქში დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ენდრიუ ლევინმა თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი დაამარცხა
დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, სამხრეთ ინგლისში, ველვინ ჰეტფილდის ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ენდრიუ ლევინმა თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი დაამარცხა.
ლევინმა მიიღო 19 877 ხმა, შაპსმა კი – 16 078.
„ჩვენ გამოვცადეთ ტრადიციული კონსერვატიული ამომრჩევლის მოთმინება. დღეს ამომრჩევლებმა უბრალოდ თქვეს: „თქვენ თუ ვერ ეთანხმებით ერთმანეთს, მაშინ ჩვენ ვერ მოგცემთ ხმას“. ჩვენ დავივიწყეთ პოლიტიკის ფუნდამენტური წესი, რომ ხალხი ხმას არ აძლევს გაყოფილ პარტიებს“, – განაცხადა შაპსმა.
დიდი ბრიტანეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი, კირ სტარმერი გახდება.