სამხრეთ აზიაში ტროპიკულ ციკლონ „რემალის“ 17 ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი ევაკუირებულია
სამხრეთ აზიაში ტროპიკული ციკლონის „რემალის“ შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 1 მილიონზე მეტი ევაკუირებულია.
ქარის სიჩქარე საათში 115 კმ-ს აღემატებოდა, რასაც 90 მმ-მდე ნალექი და შტორმი მოჰყვა, ხოლო ბენგალის ყურეში ტალღების სიმაღლემ 3.7 მეტრი შეადგინა.
დაღუპულთაგან 10 ბანგლადეშში ცხოვრობდა, ხოლო შვიდი – ინდოეთის შტატ ტელანგანაში.
სტიქიამ ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მოგლეჯილია ხეები, დატბორილია გზები, მილიონობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.