სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 61 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 61 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, ყველა ინფიცირებული მგზავრი იზოლირებულია და სასტუმროში იმყოფება, სადაც ისინი სულ მცირე 7 დღე დარჩებიან.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოსული მგზავრების ტესტირება ნიდერლანდებში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ ქვეყანაში „კორვიდ-19“-ის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაფიქსირდა. კორონავირუსის ეს შტამი უფრო გადამდებია, რის გამოც ნიდერლანდებმა სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლა შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.