სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიკროავტობუსის მძღოლებს ცეცხლი გაუხსნეს - დაღუპულია 11 ადამიანი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიკროავტობუსის მძღოლებს ცეცხლი გაუხსნეს - დაღუპულია 11 ადამიანი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მიკროავტობუსის მძღოლების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად 11 მძღოლი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ექიმების ცნობით, ყველა დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

BBC-ს ინფორმაციით, მძღოლები სანაპირო რეგიონში კოლეგის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ. ავტომაგისტრალზე თავდასხმა მძღოლების იოჰანესბურგში დაბრუნების დროს მოხდა.

პოლიციის ცნობით, თავდასხმის ოფიციალური მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა ადგილობრივ მიკროავტობუსის კომპანიებს შორის დაპირისპირება აქამდეც მომხდარა. ბოლო რამდენიმე თვეში მძღოლებს შორის დაპირისპირებას 13 ადამიანი შეეწირა.