სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 13 მგზავრს „ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა
სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 13 მგზავრს „ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ინფიცირებულები ამსტერდამში გუშინ ორი სხვადასხვა რეისით ჩავიდნენ.
სულ ორ თვითმფრინავში კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდგინდა, თუმცა მათგან მხოლოდ 13 შემთხვევაში დადასტურდა ვირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“.
ამჟამად ყველა მათგანი იზოლაციაში იმყოფება. „ომიკრონი“ ჯანდცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 25 ნოემბერს დააფიქსირა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს შტამი გაცილებით გადამდებია.