სამხრეთ აფრიკაში, ერთ-ერთ ეკლესიაზე თავდასხმისას ხუთი ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთ ეკლესიაზე თავდასხმისას ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაჭრილია ექვსი. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
გათავისუფლებულია ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე მოქალაქე, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, იოჰანესბურგში განხორციელებული თავდასხმა შესაძლოა, ეკლესიებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.
ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ პენტეკოსტის საერთაშორისო ეკლესია ბოლო წლების განმავლობაში ძალადობის ადგილი რამდენჯერმე გახდა.
„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, დაკავებულია 40-მდე ადამიანი.