სამივე ქართველი ნიჩბოსანი ფინალშია | მინსკი 2019
სამივე ქართველი ნიჩბოსანი ფინალშია | მინსკი 2019

ზაზა ნადირაძის შემდეგ ფინალში ასპარეზობის უფლება ბადრი ყაველაშვილმა და მარიამ ქერდიკაშვილმაც მოიპოვეს. კაიაკით 200 მეტრ დისტანციაზე რბოლაში ყაველაშვილმა დისტანცია 35.118 წამში დაფარა და მცირე ფინალში მოხვდა. ქერდიკაშვილი კი, 200 მეტრ დისტანციაზე კანოეთი რბოლაში, იმ სამ მონაწილეს შორისაა, რომლებიც ნახევარფინალიდან ფინალში გავიდნენ და დასკვნით ეტაპზე წინასწარი რბოლიდან გადასულ ექვსეულს შეუერთდნენ. ფინიშთან ქართველი კანოისტი 52.392 წამში მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ნადირაძემ კანოეში 200 მეტრზე 15 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და დიდ ფინალშია.

გამარჯვებულები ამ დისციპლინებში ხვალ გამოვლინდებიან.