სამი ქვეყანა, სადაც „ფეისბუქის“ გამოყენება აკრძალულია
სამი ქვეყანა, სადაც „ფეისბუქის“ გამოყენება აკრძალულია

ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში რთულია, წარმოვიდგინოთ არსებობა სოციალური მედიის, განსაკუთრებით კი „ფეისბუქის“ გარეშე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება.

თუმცა, არის სამი ქვეყანა, სადაც „ფეისბუქით“ ვერ ისარგებლებთ. ჩვენს სტატიაში გაიგებთ, რატომ არის აკრძალული ამ სოციალური ქსელის გამოყენება.

  1. ჩინეთი

ჩინეთი ცენზურისა და ინტერნეტრეგულაციების გამკაცრების ბევრ წელს ითვლის. ქვეყანამ Facebook დაბლოკა 2009 წელს, ურუმჩიში მომხდარი არეულობის შემდეგ. ზოგიერთი დამოუკიდებელი აქტივისტი Facebook-ს საზოგადოებასთან საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდა.

საინტერესოა, რომ ჩინეთში დაბლოკილია ასევე Twitter-ი, Microsoft-ი, Youtube-ი და Google-ის ყველა პროდუქტი.

Facebook-ი ქვეყანაში დაბრუნებას ისევ შეეცადა, თუმცა ეს, ალბათ, შეუძლებელი იქნება, რადგან ჩინეთში უკვე გაჩნდა ალტერნატიული აპლიკაციები – Weibo, WeChat და Renren.

Facebook-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჰონკონგსა და მაკაოში.

  1. ირანი

CNN-ის ინფორმაციით, ირანში Facebook-ის დაბლოკვის მიზეზი გახდა ოპოზიციის მხარდამჭერი კამპანია, რომელიც 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სწორედ Facebook-ზე დაიწყო. თავდაპირველად, შეზღუდვა მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დააწესა.

აკრძალვის მიუხედავ, VPN-ის საშუალებით, ირანელების ნაწილი Facebook-ს მაინც მოიხმარს.

  1. ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში Facebook-ი, Twitter-ი და Youtube-ი 2016 წელს დაიბლოკა. ეს რეგულაცია უფრო მეტად სტუმრებზე და უცხოელ სტუდენტებზე იყო გათვლილი, რადგან ადგილობრივები ინტერნეტრეგულაციების გამო, Facebook-ს ისედაც ნაკლებად მოიხმარდნენ.

როგორც Guardian-ი წერს, აკრძალვის მიზეზი იყო, უცხოელ სტუდენტებსა და ტურისტებს არ გაევრცელებინათ რეალური ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

Facebook-ის დაბლოკვა ყველაზე ეფექტიანი ჩრდილოეთ კორეაში აღმოჩნდა, რადგან ირანსა და ჩინეთში ამ სოციალური ქსელით სარგებლობა VPN-ების საშუალებით შესაძლებელია.