სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ თბილისის მერია ყველა ადამიანს დაეხმარება.

„კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, რომელიც ეხება ფართების დაკანონებას. იცით, რომ ეს პროექტი დავიწყეთ და ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, ადამიანებს მისცემოდათ შესაძლებლობა, საცხოვრებელი ფართები დაეკანონებინათ, სადაც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. შვილები, შვილიშვილები გამოზარდეს და არ ეძლეოდათ ამის შესაძლებლობა. დღეს სამგორის ქუჩის N16-ში 18 ოჯახისთვის მოხდება საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში და ყველას მივხედავთ და ყველას დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.