სამეგრელოში კორონავირუსზე სუსტი დადებითი პასუხის მქონე პირის კონტაქტებიდან შვიდი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, 22 კი თვითიზოლაციაშია
სამეგრელოში კორონავირუსზე სუსტი დადებითი პასუხის მქონე პირის კონტაქტებიდან შვიდი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, 22 კი თვითიზოლაციაშია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ კორონავირუსზე სუსტი დადებითი პასუხის მქონე პირის კონტაქტებიდან შვიდი ადამიანია გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში, 22 კი თვითიზოლაციაშია.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 41 პირია. მათგან შვიდი გუშინდელი შემთხვევის კონტაქტია.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 42 პირია თვითიზოლაციაში. აქედან 22 გუშინ დადასტურებული სუსტად დადებითი შემთხვევის კონტაქტი. ეპიდზედამხედველობა დამყარდა სულ 1877 პირზე.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ ​210 ნიმუში გამოიკვლიეს. მათგან ერთს სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა და დამატებითი კვლევის პასუხს ელოდებიან. სხვა გამოკვლეულთა პასუხები უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბიოლოგიური მასალების დამატებით აღება მოხდება.