ზუგდიდში 42 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცის 29 კონტაქტის ანალიზის პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 29 პირიდან ათი საკარანტინო სივრცეში იმყოფება, 19 კი, თვითიზოლაციაშია.
სულ საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ დღეს 107 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გააგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ზე საკვლევად. 107 ანალიზიდან 49 მედპერსონალს ეკუთვნის, 18 ცხელების ცენტრებში მყოფთა ანალიზია, 14 საკარანტინო სივრციდან, შვიდი კარანტინის პერსონალის, ხოლო 19 თვითიზოლაციაში მყოფთა საკვლევი მასალაა.