სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტს სამი საათია, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მარტვილის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა წვიმამ და ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, სპეციალისტები ყველა მიმართულებით მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.
ამასთან, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი ახადა. დაიტბორა სიმინდის ყანები, თხილნარები, თუმცა როგორც ამბობენ, ზარალი დიდი არ არის. მერიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან დაზარალებულ ოჯახებში და ბრეზენტით სახლების დროებითი გადახურვა მიმდინარეობს.