სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება.
გუბერნატორის თქმით, ზუგდიდელ გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული სავაჭრო ადგილი შესთავაზეს, თუმცა ისინი მაინც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობას ითხოვენ.
აღნიშნულ თემაზე ლევან შონიამ გარემოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
თავის მხრივ, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ შეთანხმება ვერ შედგა. ისინი 24-საათიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
დღეს გარემოვაჭრეებს გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდნენ. გარემოვაჭრეები შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდნენ.