გარემოვაჭრეები ზუგდიდიდან აქციის გასამართად ქუთაისში, პარლამენტის შენობისკენ გაემგზავრნენ
გარემოვაჭრეები ზუგდიდიდან აქციის გასამართად ქუთაისში, პარლამენტის შენობისკენ გაემგზავრნენ

გარემოვაჭრეთა ნაწილი ზუგდიდიდან ქუთაისში გაემგზავრა. ისინი გარევაჭრობის ნებართვის თხოვნით პარლამენტს მიმართავენ. აქციის მონაწილეები გარევაჭრობის უფლებას იმ დრომდე ითხოვენ, ვიდრე ალტერნატიულ ფართებზე შესაბამისი კონსტრუქციები არ მოეწყობა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის მარინა ფარულავას განცხადებით, მათ შესაბამისი წერილი უკვე გააგზავნეს პარლამენტში. გარემოვაჭრეებმა გამგზავრებამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი, ქუთაისში მიკროავტობუსით გაემგზავრნენ.

მოვაჭრეთა ნაწილი, რომელიც ზუგდიდში დარჩა, აქციას გუბერნატორის ადმინისტრაციასთან განაგრძობს.

გარემოვაჭრეებს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა აეკრძალათ.