სამეგრელოს რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში სამი პირის ანალიზი გაიგზავნა
ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად ხობის ცხელების ცენტრიდან ერთი, ხოლო სენაკის ცხელების ცენტრიდან ორი ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ განუცხადა, კვლევის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში 113 ადამიანი რჩება, საკარანტინო სივრცეში კი 49 პირი იმყოფება. როგორც ნანა ოდიშარია ამბობს, კარანტინში ძირითადად ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირები იმყოფებიან.