სამეგრელოდან კორონავირუსზე გაგზავნილი თექვსმეტივე ტესტის პასუხი უარყოფითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16 პაციენტის, მათ შორის, სამი რუხის საავადმყოფოდან, კორონავირუსზე კვლევის შედეგი უარყოფითია. ამ მომენტისთვის რეგიონში ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ არის.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 87 პირია. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 191 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 853 მოქალაქეს.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტებს, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ექვსი პირი დააჯარიმეს.