სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 229 პირი რჩება, თვითიზოლაცია მოეხსნა 920 პირს. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 636 პირზე.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 67 პირი.
ზუგდიდის ინფექციურ სავადმყოფოში ტესტირება გუშინ 92 პირს ჩაუტარდა, ყველა პასუხი უარყოფითია.