ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 67 ადამიანი იმყოფება

11:28, 24.05.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 229 პირი რჩება, თვითიზოლაცია მოეხსნა 920 პირს. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 636 პირზე.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 67 პირი.

ზუგდიდის ინფექციურ სავადმყოფოში ტესტირება გუშინ 92 პირს ჩაუტარდა, ყველა პასუხი უარყოფითია.

მსგავსი