სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 52 პირიდან ყველა პასუხი უარყოფითია
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 52 პირიდან ყველა პასუხი უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 52 პირიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ასევე უარყოფითია 11 მაისს ფოთში აღებული ექვსი ანალიზის პასუხი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში შემცირდა კარანტინში მყოფ პირთა რიცხვი. დღევანდელი მონაცემებით,
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 12 პირი რჩება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 176 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია ვადის გასვლის გამო მოეხსნა 913 მოქალაქეს.

საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ბოლო 24 საათში დაჯარიმებულია ერთი პირი.