სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე ჩატარებული 23 ტესტიდან ყველა უარყოფითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსზე 29 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან. გუშინ გაგზავნილი 23 პასუხიდან ვირუსზე ყველა უარყოფითი იყო.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 85 პირია. რაც შეეხება თვითიზოლაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 186 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 872 მოქალაქეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის რეგიონში ბოლო 24 საათში დაჯარიმებულია სამი პირი.