სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 70-მდე პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან „კოვიდ-19“-ზე გამოსაკვლევად ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 70-მდე ნიმუშია გაგზავნილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან რვა არის სატვირთო ავტომობილის მძღოლის კონტაქტი. პასუხები ანალიზებზე გვიან ღამით გახდება ცნობილი. სატვირთო ავტომობილის მძღოლის კლასტერში „კოვიდი-19“ დაუდასტურდა ექვს ადამიანს.
გაიზარდა რეგიონის საკარანტინო სივრცესა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 56 პირია, მათ შორის არასრულწლოვნებიც. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 205 პირია თვითიზოლაციაში.