სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 205 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 66 კოვიდ-პაციენტი, მძიმეა შვიდი პაციენტის მდგომარეობა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 38 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 33 ინფიცირებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში 21 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 31 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი.
რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 90 ადამიანი.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.