სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 22 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.
სენაკის კლინიკა „სენამედი“ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ახლა რეგიონში ფუნქციონირებს ხუთი კოვიდცენტრი, სადაც 100 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 46 კოვიდდადასტურებული, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ფოთის ჰოსპიტალში 22 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი პაციენტი რჩება, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში ექვსი კოვიდინფიცირებული მკურნალობს. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 21.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან 22 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 86 პირი.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.