სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.
სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 190 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობს 68 პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, სენაკის კლინიკა „სენამედში“ – 27, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 18 , აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში – 20, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 17.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 57 ადამიანი.